ოთხშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინაში მისი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გაგრძელდება, სანამ აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონს სრულად არ დაიპყრობს.
ჟურნალისტებთან საუბარში კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ იმ ტერიტორიის მხოლოდ ნაწილს აკონტროლებს, რომელზეც პრეტენზია აქვს.
„ამიტომ, როგორც მინიმუმი, საჭიროა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მთელი ტერიტორია გათავისუფლდეს,“ თქვა პესკოვმა.
ასევე ნახეთ: პესკოვი ე.წ. რეფერენდუმებზე: სამართლებრივი სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებამოსკოვმა უკრაინაში თავისი სამხედრო კამპანია შეფუთა როგორც აუცილებლობა, რათა უკრაინის დონბასის რეგიონის რუსულენოვანი მოსახლეობა უკრაინის მხრიდან „გენოციდისგან“ დაეცვა. კიევიც და დასავლეთის ქვეყნებიც ამბობენ, რომ ეს იმპერიული მიწის მიტაცების დასაფარი "ლეღვის ფოთოლია."
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკვე ლუჰანსკის თითქმის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს, რომელიც დონბასის მეორე ნახევარს შეადგენს, მას დონეცკის რეგიონის მხოლოდ დაახლოებით 60 პროცენტი აქვს დაპყრობილი.
დონეცკში და ლუჰანსკში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სუბიექტები, უკრაინის სამხრეთში რუსების მიერ ოკუპირებულ ორ სხვა რეგიონთან ერთად, სამშაბათს ჩატარებული ე.წ. „რეფერენდუმების“ შემდეგ რუსეთთან შეერთებას გეგმავენ. კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან მიერთების შესახებ ჩატარებული „რეფერენდუმები“ თვალთმაქცობად შეაფასეს.