უშედეგო, მაგრამ სასარგებლო - კრემლის მოლოდინები ბაიდენი - პუტინის სამიტზე

კრემლში ფიქრობენ, რომ 16 ივნისს, ჟენევაში დაგეგმილი ბაიდენი-პუტინის სამიტიდან კონკრეტული შეთანხმებების მოლოდინი არ არსებობს. თუმცა მიაჩნიათ, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო იქნება.

სამიტის დღის წესრიგის შესახებ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯურნალისტებმა კითხვა პრეზიდენტ ბაიდენს დაუსვეს. თუმცა, პრეზიდენტმა ბაიდენმა, სამიტის წინასწარ შეფასებაზე უარი განაცხადა და დეტალებზეც არ ისაუბრა.

ასევე ნახეთ: ბაიდენი: "ნავალნის სიკვდილი აშშ-რუსეთის ურთიერთობას ავნებს"

პრეზიდენტმა თქვა, რომ ის რუს კოლეგასთან შეთანხმების სფეროების შესახებ ფიქრობს და ამასთან ერთად, მან კვლავ გააფრთხილა რუსეთი აშშ-ისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ აგრესიის შესახებ.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა, სამიტამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ სამიტის დღის წესრიგის დეტალები, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდა.

იური უშაკოვის თქმით, დღის წესრიგში შემავალ საკითხებს შორისაა ბირთვული სტაბილურობა, კლიმატის ცვლილებები, კიბერუსაფრთხოება და იმ ამერიკელებისა და რუსების ბედი, რომლებიც სასჯელს მხარეების სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიან.

ასევე ნახეთ: თეთრი სახლი: ბაიდენთან შეხვედრა, პუტინისთვის ჯილდო არ არის

„არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე შეთანხმება იქნება მიღწეული. მე ამ შეხვედრას პრაქტიკული ოპტიმიზმით ვუყურებ“ - განაცხადა უშაკოვმა რეპორტიორებთან საუბრისას.

„პრეზიდენტ პუტინისთვის ნათელს გავხდი, რომ არსებობს სფეროები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, თუ ამას აირჩევს. და თუ მისი არჩევანი არ იქნება თანამშრომლობა და კვლავინდებურად განაგრძობს მოქმედებას, კიბერუსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით, ჩვენ ამას ვიპასუხებთ“ - აცხადებს სამიტამდე პრეზიდენტი ბაიდენი.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია განახორციელა, აშშ-რუსეთის ურთიერთობებმა, ცივი ომის დროინდელ ნიშნულს მიაღწია. ამასთან, ვაშინგტონი რუსეთს, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს, რის გამოც ინდივიდუალურ პირებს და რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა.

ასევე ნახეთ: „მინდა, ნატომ იცოდეს, რომ ამერიკა აქ არის“- ბაიდენი ნატოს სამიტზე

„ვითარება კრიტიკულთან ძალიან ახლოსაა. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში რაიმე უნდა გაკეთდეს“ - აცხადებს ვლადიმირ პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი. იური უშაკოვი, 1998-2008 წლებში, აშშ-ში რუსეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა.