კრემლმა უარყო ცნობები იმის შესახებ, თითქოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ორეულები ჰყავს და თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატომურ ბუნკერში ატარებს.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის შესახებ არსებულ დეზინფორმაციებზე ესაუბრა და ასევე შეეხო ქვეყნის ისტორიას 1991 წლიდან დღემდე. მან ისაუბრა უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე და დასაველთის ჩართულობაზე.
"ალბათ გაგიგიათ, რომ მას [პუტინს] ბევრი ორეული ჰყავს, რომლებიც მის მაგივრად მუშაობენ და თავად ბუნკერში ზის... ეს კიდევ ერთი ტყუილია", - თქვა პესკოვმა პრეს-კონფერენციაზე.
ასევე ნახეთ: ლავროვი: არავის მიუცია დასავლური უმცირესობისთვის იმის უფლება, რომ დანარჩენი კაცობრიობის სახელით ელაპარაკა"საკუთარ თავებზე ისევე ვხედავთ, როგორც ჩვენს პრეზიდენტს: ის ყოველთვის იყო და ახლაც არის მეგა აქტიური. ისინი, ვინც მასთან მუშაობენ, ძლივს ეწევიან", - თქვა კრემლის სპიკერმა.
"მისი ენერგიის მხოლოდ შეგიძლია შეშურდეს. მისი ჯანმრთელობა, მისი ნება, მხოლოდ შეგიძლია ისურვო. რა თქმა უნდა, ის არ ზის ბუნკერში, ესეც ტყუილია", - დაამატა პესკოვმა.
კრემლმა არაერთხელ უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ პუტინი, რომელიც ქვეყანას 1999 წლიდან მართავს, ავადაა.
ბოლო პერიოდში მედიაში ხშრად ისმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინს ორეულები ჰყავს.