კრემლი აცხადებს, ბელარუსში „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლთა ყოფნის საპასუხოდ, პოლონეთის მიერ ბელარუსის საზღვართან განლაგებული ძალების გაძლიერება, „შეშფოთების მიზეზია“.
ნატოს წევრმა პოლონეთმა, მიმდინარე თვეში, საკუთარ აღმოსავლეთ საზღვარზე 1000-ზე მეტი ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის გადაყვანა დაიწყო.
ასევე ნახეთ: „ვაგნერი“ ბელარუსში - ნატო რეგიონში საფრთხეების ზრდაზე საუბრობს„რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. პოლონეთის აგრესიულობა რეალურია. ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის მიმართ ასეთი მტრული დამოკიდებულება [ჩვენი მხრიდან] გაძლიერებულ ყურადღებას მოითხოვს“ - განაცხადა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანამდე, ვარშავამ ასევე განაცხადა, რომ საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, იქ 500 პოლიციელს გზავნის. მიზანი, მიგრანტების მიერ საზღვრის კვეთის მზარდ რაოდენობასთან და ბელარუსში „ვაგნერის“ მებრძოლთა ყოფნით მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებაა.
ასევე ნახეთ: პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე ცენტრალური გამშვები პუნქტი დახურაბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა, სამხედრო პოლიგონზე, ბელარუსის სპეცრაზმის წვრთნა დაიწყეს. პოლიგონი, რომელზეც ბელარუსის თავდაცვის უწყება საუბრობს, პოლონეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.