ჯონ კერი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა

მხარეებმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესახებ იმსჯელეს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესახებ იმსჯელეს.
ჩრდილოეთ კორეის მეზობელი სახელმწიფოები შეშფოთებით ელიან შეასრულებს თუ არა ფხენიანი მუქარას ატომური ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჩინეთის ხელისუფლებას თხოვნით მიმართა გამოიყენოს თავის გავლენა და აიძულოს ჩრდილოეთ კორეა უარი თქვას საომარ რიტორიკაზე.