პაკ გინ ჰეს ოფიციალური ვიზიტი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში 5-დღიანი ვიზიტით ჩამოდის
შეერთებულ შტატებში დღეს ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, პაკ გინ ჰე ჩამოდის. ის ამერიკაში 5 დღეს დაჰყოფს და ვიზიტის განმავლობაში თეთრ სახლში გამართულ სამიტსაც დაესწრება. მანამდე კი პრეზიდენტი გინ ჰე ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივანს, წარმოშობით სამხრეთ კორეელ, ბან კი მუნს შეხვდება.

სამშაბათს სამხრეთ კორეის ლიდერი პრეზიდენტ ობამას ეწვევა. ისინი ჩრდილოეთ კორეასთან არსებულ დაძაბულობაზე და სხვა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ. პრეზიდენტ გინ ჰეს დელეგაციაში 50 სამხრეთ კორეელი ბიზნესმენია, რომლებიც ხუთშაბათს შეხვედრებს ლოს ანჯელესის ადგილობრივ მეწარმეებთან გეგმავენ.