ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეული კესონში მოქმედ ფირმებს დაეხმარება


სამხრეთ კორეა 123 კომპანისისთვის დაბალპროცენტიან სესხებს გასცემს

სამხრეთ კორეას დაახლოებით 270 მილიონ დოლარს გამოყოფს იმ მრეწველობის აღსადგენად, რომელსაც ზიანი ჩრდილოთ კორეასთან არსებული საერთო ინდუსტრიული ზონის დახურვის გამო მიადგა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის უნიფიკაციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, კესონის ზონაში მოქმედ 123 კომპანიას დაბალპროცენტიანი სესხები გამოეყოთ. აპრილში, ფხენიანმა კესონის კომპლექსიდან 52 000 თანამშრომელი გაიყვანა, სამხრეთ კორეის თანამშრომლებს კი კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
XS
SM
MD
LG