სარაკეტო დანადგარების სამიზნე ამერიკის კონტინენტი, გუამის, ჰავაის და სამხრეთ კორეის ტერიტორიებია
ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მას რაკეტები საომარ მდგომარეობაში მოჰყავს. განცხადება შეიცავს ახალ მუქარას შეერთებული შტატების მიმართ, კერძოდ: ამერიკის კონტინენტის, გუამის, ჰავაის ტერიტორიების და სამხრეთ კორეაში განლაგებული სამხედრო ბაზების მიმართ.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გადაცემულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საარტილერიო ძალები, მათ შორის სტრატეგიული და შორი რადიუსის სარაკეტო დანადგარები“ სრულ მზადყოფნაში იმყოფება.
რამდენიმე საათით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, პაკ იუნ ჰემ ჩრდილოეთს მოუწოდა შეაჩეროს ბირთვული პროგრამები და შეწყვიტოს პროვოკაციები. განცხადება სამხრეთმა 46 მეზღვაურის დაღუპვის 3 წლისთავზე გააკეთა, რომლებიც სამხედრო გემზე ჩრდილოეთ კორეის იერიშის შედეგად დაიღუპნენ.