ჩრდილოეთ კორეა შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განადგურებით დაიმუქრა გუამსა და იაპონიაში, თუ ამერიკის ბომბდამშენები გააგრძელებენ სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას.
ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების სარდლის განცხადებით, გუამში, იაპონიასა და კუნძულ ოკინავაზე მდებარე შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ბაზები ფხენიანისთვის იოლად მისაღწევი სამიზნეებია.
შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან ერთად მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს აწარმოებს ჩრდილოეთ კორეის საზღვრების მახლობლად ბი-52 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, რაც ფხენიანის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს.