აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კოალები გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სიაში შეიყვანეს. ამ სიაში მათი მოხვედრა სხვადასხვა დაავადებებმა და მათთვის ჩვეული საცხოვრებელი გარემოს სწრაფმა განადგურებამ გამოიწვია.
გარემოს დაცვის ფედერალურმა მინისტრმა სუზან ლეიმ, საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების სამეცნიერო კომიტეტის რეკომენდაციით, შეამცირა კოალების კონსერვაციის სტატუსი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე- ქუინსლენდში, ახალ სამხრეთ უელსში და ავსტრალიის დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სიაში მოხვედრამდე, კოალები მოწყვლადი ცხოველების სიაში იყვნენ შეყვანილი.
ასევე ნახეთ: ჯანმო: მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდაავსტრალიაში მცხოვრები ბევრი კოალა ქლამიდიითაა დაავადებული. ეს ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რის გამოც კოალების პოპულაცია, 2001 წლის შემდეგ, ახალ სამხრეთ უელსში 33%-დან 61%-მდე შემცირდა. 2020 წელს კი საპარლამენტო გამოძიებამ დაადგინა, რომ სერიოზული ჩარევების გარეშე, 2050 წლისთვის კოალები გადაშენდებოდნენ.
მსგავსი სიტუაციაა ქუინსლენდშიც, სადაც კოალების რაოდენობა 2001 წლის შემდეგ განახევრდა. დაავადებების გარდა, კოალებს ძაღლებიც კლავენ. ხშირად, მათ მძღოლებიც ვერ ამჩნევენ და გზებზე ეჯახებიან.
ავსტრალიის კოალების ფონდის მიხედვით, ველურ ბუნებაში 100,000-ზე ნაკლები კოალაა დარჩენილი. მეცნიერები თვლიან, რომ მათი რიცხვი გაცილებით ნაკლები იყოს და სულ 43,000 იყოს. განსაკუთრებით ბევრი კოალა მოკვდა 2019-2020 წლების ხანძრების დროს. ჯამში მაშინ 6,400 ცხოველი გარდაიცვალა ხანძრის გამო.