ხურვალეთში რუსები ბორდერიზაციაზე "მუშაობენ"

Your browser doesn’t support HTML5

ხურვალეთში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანის გასწვრივ მდებარე სოფელში რუსმა მესაზღვრეებმა ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს. სავარაუდოდ, აქ ახალი სამეთვალყურეო პუნქტი მონტაჟდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე სამუშაოების შესახებ ცნობებს ადასტურებს.