რუსი ბიზნესმენი ციხიდან 2014 წლისთვის გამოვა
რუსეთის სასამართლომ მიხეილ ხოდორკოვსკის პატიმრობის ვადის ორი წლით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად ციხიდან ის 2014 წლისთვის გამოვა. მოსკოვის სასამართლომ ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მას შემდეგ მიიღო, რაც ეკონომიკურ დანაშაულებათა შესახებ კანონი შეიცვალა.
ხოდორკოვსკი 2003 წელს დააპატიმრეს, ხოლო 2005 წელს სასამართლომ მის ბიზნეს პარტნიორთან, პლატონ ლებედევთან ერთად გადასახადების გადაუხდელობის გამო პატიმრობა მიუსაჯეს. მეორე სასამართლო პროცესი 2010 წელს შედგა, სადაც მას დამატებითად ბრალი ფულის გათეთრებისთვის წაუყენეს.