რუსეთის სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით ყოფილ რუს ოლიგარქს მიხეილ ხოდორკოვსკის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლე ვიქტორ დანილკინის მიერ გამოტანილი განაჩენით ხოდორკოვსკის საკუთარი ნავთობკომპანია „იუკოსიდან“ თანხების მითვისება და ფულის გათეთრება ბრალდება.
ხუთშაბათს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით ხოდორკოვსკის საპატიმროში დამატებით 6 წლის გატარება მოუწევს 2017 წლამდე.
ხოდორკოვსკი რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტ ვლდიმერ პუტინთან დაპირისპირებას შეეწირა, რომელმაც ახალახანს განაცხადა, რომ ქურდი ციხეში უნდა იჯდეს.