ინტერვიუ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, რომელიც ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
ვაშინგტონი —
ამერიკის ხმა: სავალუტო ფონდის ოქტომბრის შეფასებაში ზრდის ტემპები სუსტდება, კერძოდ, ეს სუსტი ინვესტიციებით, ნელი საკრედიტო ზრდით და საბიუჯეტო გათვლებით აიხსნება და რომ ეკონომუკურ ზრდას პოლიტიკური ფონიც შეასუსტებს. რატომ მოხდა ასეთი შეფასება და რა მიზეზი აქვს ინვესტიციების კლებასა თუ ზოგადად ზრდის ნაკლებობას?
ნოდარ ხადური: ბევრი თემაა სავალუტიო ფონდის შეფასებებში, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებით. გაზრდილია უცხოური ინვესტიციები. თუ გადახედავთ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურას, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად ის მხოლოდ 2 პროცენტით არის გაზრდილი, ძალიან ბევრი დარგია, სადაც ზრდა 6-7 პროცენტია. მხოლოდ 2 სტუქტურაში გვაქვს კლება. ეს შეეხება მშენებლობასა და კომუნიკაციებს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია-მშენებლობაში კლება გამოწვეულია მხოლოდ სახელმწიფო პროექტების შემცირებით, ხოლო კერძო სექტორში 10 პროცენტიანი ზრდა არის დაფიქსირებული.
მე ვერ ვხედავ პესიმიზმის საფუძველს და ვფიქრობ, კოჰაბიტაციისა და პოლიტიკური პროცესების დასრულების შემდეგ მეწარმეები უფრო აქტიურები გახდებიან და დარწმუნებული ვარ, წელს ბოლო კვარტალი იქნება გაცილებით უკეთესი ვიდრე შარშანდელი და მომავალ წელს ძალიან საინტერესო მოვლენების მომსწრეები გავხდებით. ასევე, სავალუტო ფონდის შეფასება არ ითვალისწინებს საქართველოში 2 კვირის წინ მომხდარ მოვლენებს. ეს შეეხება თანაინვესტირების ფონდის დაფუძნებას, რომლისთვისაც უკვე 6 მილიარდი დოლარია აკუმულირებული.
ამერიკის ხმა: თქვენ მაღალი რანგის შეხვედრებზე მსოფლიო ბანკში ისაუბრეთ მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მიმართულ ღონისძიებებზე, რომელზეც სახელმწიფო მუშაობს. თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ რას გულისხმობთ ამ ღონისძიებებში?
ნოდარ ხადური: უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი მართლაც ბევრს მუშაობს, რომ საქართველოში იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რათა გავაუმჯობესოთ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეს აისახება ბიუჯეტის იმ პროექტში, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე რომ მიმდინარე ბიუჯეტს არანაირი პრობლემები არ ექმნება და წლევანდელმა შემოსავლებმა ხარჯებს გადააჭარბა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და არ მოხდეს ინფლაცია, შემცირდეს უმუშევრობა, გაიზარდოს დასაქმება. ეს არის მთავრობის მთავარი მიზანი და მიხარია, რომ გვერდით ეროვნული ბანკი გვიდგას.
ამერიკის ხმა: ბიუჯეტის თემას რომ დავუბრუნდეთ-საქართველოს ხედვის საწინააღმდეგოდ შარშან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი შეასუსტა. თქვენ როგორ შეაფასებდით შიდა პროდუქტის ზრდის პერსპექტივას ისე, როგორც ეს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში გაქვთ გათვლილი და რა იმედისმომცემ ან შემაფერხებელ ტენდენციებს გამოყოფდით?
ნოდარ ხადური: რაც შეეხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქარველოს ლარით ნომინირებული ფასიანი ქაღალდების ემისიას მოახდენს. ევროპის ბანკი, რომ ქართულ ეკონომიკასა და მთავრობას არ ენდობოდეს,, ესეთ ღირებულ ფასიან ქაღალდებს არ გამოუშვებდა და ამას ადასტურებს ის შეხვედრები, რომლებიც ჩვენ გვქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებთან. სტამბოლში მე შევხვდი პრეზიდენტ მაჩაგაბარტის, ასევე ბატონი სუმა სტუმრობდა საქართველოს აგვისტოში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას და რაც მთავარია, მისი პროგნოზები უფრო ოპტიმისტური გახდება.
ამერიკის ხმა: თანადაფინანსების ფონდზეც რომ ვისაუბროთ-ამაზეც არაერთი კომენტარი იყო უცხოურ პრესაში და ლაპარაკია იმაზე, რომ პრემიერს შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტით მოუწიოს მართვა და ასევე, მოსალოდნელია პრობლემები ბიზნესისა და ინვესტორებისათვის. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით?
ნოდარ ხადური: ვერ გავიზიარებ ჟურნალისტებისა და ექსპერტების ამ მოსაზრებებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ გარკვეული პრობლემები შეიძლება იყოს თანადაფინანსების ფონდის მართვაში. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი ამ ფონდის მმართველობაში მხოლოდ 15 პროცენტით იქნება წარდგენილი და მას არ ექნება არანაირი ზეგავლენის მოხდენის საშუალება. რაც მთავარია, პრემიერ მინისტრმა 2 წლის წინ გააკეთა განცხადება, რომ ის პოლიტიკაში მხოლოდ რამდენიმე წლით მოდიოდა და თქვენ იცით, რომ ის აპირებს პოსტის დატოვებას და ინტერესთა კონფლიქტი, შესაბამისად, მმართველობაში არ იქნება. რაც მთავარია, ის არ ერევა მენეჯმენტში. ფონდის მენეჯმენტი დანიშნულია და აგძელებს თავის მოღვაწეობას. რაც მთავარია მენეჯმენტმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ისეთი ტიპის პროექტების დაფინანსებაში, რომლებიც მოქმედ პროექტებს შეუშლის ხელს.
ამერიკის ხმა: დიდი მადლობა და წარმატებულ ვიზიტს გისურვებთ ვაშინგტონში.