შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში იმყოფება
ჯონ კერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგას, სალმან ხურშიდს შეხვდა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, დღეს გამართული საუბარი ძირითადად ორ ქვეყანას შორის არსებულ მთავარ საკითხებს - რეგიონალურ უსაფრთხოებას, ეკონომიკას და ტექნოლოგიებს- შეეხებოდა.
სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ინდოეთის, „მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის“ ქვეყნის, მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების და განმტკიცების საკითხში. განსაკუთრებით კი - ავღანეთთან და იქ 2014 წელს დაგეგმილ არჩევნებთან მიმართებაში. მან ასევე ისაუბრა ინდოეთის მზარდ როლზე გლობალურ ასპარეზზე და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს და ინდოეთს აზიაში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარების საერთო ხედვა აკავშირებს.