ამერიკამ და ევროპულმა ქვეყნებმა რეფერენდუმი არაკანონიერად შეაფასეს
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ რუსი კანონმდებლები მხარს დაუჭერენ ყირიმის გადაწყვეტილებას რუსეთთან შეერთებაზე თუ ამის ნებას მოსახელეობა რეფერენდუმის საფუძველზე გამოხატავს.
უკრაინის დროებითმა მთავრობამ ყირიმის უკრაინისგან გამოყოფაზე უარი განაცხადა. პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენჩუკმა დღეს განაცხადა, რომ ცივილიზებულ სამყაროში არავინ აღიარებს რეგიონის მიერ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს.
16 მარტს რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ყირიმის პარლამენტმა, რომელსაც კრემლი აქტიურად უჭერს მხარს, ხუთშაბათს მიიღო.
იაცენჩუკმა ასევე განაცხადა, რომ „სეპარატისტები“ და „უკრაინის სახელმწიფოს მოღალატეები“ არაკანონიერად და არა კონსტიტუციურად იქცევიან. ამერიკამ და ევროპულმა ქვეყნებმა რეფერენდუმი არაკანონიერად შეაფასეს.
ხუთშაბათს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტ პუტინს ტელეფონზე ერთი საათი ესაუბრა. საუბრისას ობამამ თქვა, რომ რუსეთის მოქმედებები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს არღვევს, რის გამოც ამერიკამ და ევროპელებმა რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგეს. ობამას თქმით, ჯერ კიდევ არსებობს კონფლიქტიკს დიპლომატიური გზებით გადაჭრის საშუალება თუ რუსეთი და უკრაინა პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ. ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გააგრძელებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მუშაობას ვითარების დასარეგულირებლად.