სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას ცდილობს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ახლო აღმოსავლეთში იმყოფება და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე მხარეებთან მოლაპარაკებებს მართავს. ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ ისრალესა და პალესტინას შორის დიალოგის და სამშვიდობო პროცესის განახლებას შეძლებს.
ჯონ კერი კვირას პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს რამალაში შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ დიალოგს სამშვიდობო პროცესის დაწყების მიზნით, თუმცა ოფიციალური განცხადებისგან თავი შეიკავეს. ჯონ კერი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე თურქეთიდან ჩავიდა, სადაც მან ანკარას ისრაელთან სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდა.