შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თურქეთს და ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს.
დღეს კერი თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯებ თაიფ ერდოღანს და საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმეთ დავუთოღლუს შეხვდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თურქეთი და ისრაელი შეთანხმდნენ კომპენსაციის თაობაზე, რომელსაც სამი წლის წინ ისრაელის სამხედროების მიერ განხორციელებული რეიდის შედეგად დაღუპული მშვიდობის ფლოტილიის წევრთა ოჯახები მიიღებენ.
ღაზას სექტორისთვის ისრაელის მიერ დაწესებული ბლოკადის გარღვევის მცდელობის დროს 8 თურქი და ერთი თურქული წარმოშობის ამერიკელი დაიღუპა.
სირიაში სამოქალაქო ომზე საუბრისას ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამერიკა და თურქეთი სირიაში ხელისუფლების შეცვლის მშვიდობიან გზას უჭერენ მხარს. მისი თქმით, ანკარამ ყველაფერი გააკეთა სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად, რომელთა რაოდენობამ თურქეთში 250 000 მიაღწია.