კერი სირიაში მიმდინარე ომსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რუს კოლეგებთან მსჯელობს.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში იმყოფება და სირიაში მიმდინარე ომსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რუს კოლეგებთან მსჯელობს.
დღესვე იგეგმება შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან.
მოგვიანებით, კერი პრესკონფერენციას გამართავს მის რუს კოლეგასთან-სერგეი ლავროვთან ერთად. მხარეები შეხვედრისას სირიის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის, ავღანეთის და ვაჭრობის საკითხებს განიხილავენ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კერი და ლავროვი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. დღევანდელი ვიზიტი მოსკოვში კი მისთვის პირველია სახელმწიფო მდივნის პოსტის დაკავების შემდეგ.
ორდღიანი ვიზიტი წინ უძღვის ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში, რომელიც ივნისში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ასადის არმიას იარაღს აწვდის. ამერიკის შეერთებული შტატები სირიის პრეზიდენტის ოპოზიციას უჭერს მხარს, თუმცა ვაშინგტონი არ ადასტურებს ოპოზიციის შეიარაღებას.