ჯონ კერი უკრაინის ოპოზიციას ხვდება და მათ აშშ მხარდაჭერას უცხადებს

ჯონ კერი არსენი იაცენიუკს, ვიტალი კლიჩკოს და პეტრო პოროშენკოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად ესაუბრა.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, ჯონ კერიმ გაიმეორა აშშ მხარდაჭერის შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, რომ „აშშ უკრაინელი ხალხის დემოკრატიისა და არჩევანის დასაცავად მხარდაჭერას გააგრძელებს.“ თუმცა ამასთანავე, კერიმ უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს უთხრა, რომ მათი მოღვაწეობა მშვიდობიანად და მთავრობასთან მოლაპარაკებების გზით უნდა გაგრძელდეს.

ცოტა უფრო ადრე, ჯონ კერიმ კონფერენციზე განაცხადა, რომ არსად სხვაგან, "ბრძოლა დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის“ არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც უკრაინაში. მან აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირი „უკრაინელი ხალხის გვერდით დგას ამ ბრძოლაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვაში, სერგეი ლავროვმა ევროპელი პოლიტიკოსები უკრაინაში ანტი-სამთავრობო პროტესტის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

ოთხშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დაპირებული 15 მილიარდი დოლარის გამოყოფამდე, ქვეყანაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაელოდება.