ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზაროვი გადადგა, რადამ წინააღმდეგობრივი კანონების ნაწილი გააუქმა


პრემიერი მიკოლა აზაროვი იმავდროულად საკუთარი გადადგომის წინადადებით გამოვიდა, რასაც მთავრობა პოლიტიკური კომპრომისის მიღწევის წახალისებად წარმოადგენს.

გადადგომის შეასახებ განცხადება სამთავრობო ვებ-გვერდზე სამშაბათს გამოჩნდა. გამოქვეყნდა ბატონი აზაროვის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ სურს წაახალისოს „სოციალურ-პოლიტიკური კომპრომისი“ ორთვიანი პროტესტების შემდეგ, რამაც კულმინაციას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობრივი შეტაკებით მიაღწია.

მან თქვა, რომ იმედოვნებს მისი გადადგომა, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების საშუალებას შექმნის.

რამდენიმე საათის შემდეგ უმაღლესმა რადამ დაამტკიცა ანტი-საპროტესტო კანონების გაუქმება, რომლებმაც გამოიწვიეს ძალადობრივი ანტი-სამთავრობო გამოსვლები კიევში და სხვა ადგილებში. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა თქვა, რომ გამოსვლების დროს ათობით დაპატიმრებული დემონსტრანტის ამნისტია მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ აქტივისტები ბარიკადებს დაშლიან და ქუჩებს გაათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG