აშშ სახელმწიფო მდივანი კანონის დაცვას ითხოვს


აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ქვეყნები, რომლებიც ყოფილ სადაზვერო აგენტს-ედვარდ სნოუდენს კანონისგან თავის დაღწევაში ხელს შეუწყობენ, პასუხს აგებენ საკუთარ საქციელზე.

კერი ამბობს, რომ „ღრმად შემაშფოთებელი“ იქნება თუკი რუსეთის და ჩინეთის ხელისუფლებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია სნოუდენის გადაადგილების შესახებ და მათ მაინც უგულვებელყვეს ამერიკის შეტყობინება სნოუდენის ბრალდებასა და ექსტრადირებასთან დაკავშირებით. „ამას აუცილებლად იქნება ნეგატიური გავლენა ამ სახელმწიფოებებთან ურთიერთობებზე, რუსეთის ჩათვლით.“

კერიმ მოუწოდდა კრემლს კანონი დაიცვას, რადგან ეს ყველა ხელისუფლების ინტერესებში შედის. „ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ შვიდი პატიმარი გადავეცით რუსეთის ხელისუფლებას მისი სურვილისამებრ. ჩემი აზრით, რუსეთმა, საპასუხოდ, კანონი ანალოგიურად უნდა დაიცვას,“-თქვქ კერიმ.

სნოუდენი ჰონგ-კონგიდან მოსკოვში გაემგზავრა, რითაც აშშ-ს მიერ გაცემული ექსტრადირების მოთხოვნა უგულვებელყო. კერი აცხადებს, რომ როდესაც რომელიმე ქვეყანა იურიდულ სტანდარტებს იგნორირებას უკეთებს ის სხვა ხელისუფლებებსაც ასეთივე საქციელისკენ უბიძგებს, რაც ამერიკას ამ ქვეყნებთან ურთიერთობებში სერიოზულ კითხვებს უჩენს.

სნოუდენი თავშესაფარს ეკვადორში ეძებს, სადაც სავარაუდოდ კუბის ან ვენესუელის გავლით ჩავა. აშშ სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ სხვადასხვა ქვეყანას სნოუდენის იურიდიული სტატუსის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა, ობამას ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ არის ქვეყნების კატეგორია, რომლებიც ისტორიულად ამგვარი წესების გარეშე მოქმედებს.

დელიში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სალმან ქურშიდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კერიმ საჯაროდ დაიცვა ამერიკის საიდუმლო სათვალთვალო პროგრამა: „ჩვენ საგულდაგულო ძალისხმევას მივმართავთ ადამიანთა უფლებების დასაცვავად. ზოგჯერ საამისოდ საკუთარი თავის რისკის ქვეშ დაყენებაც გვიწევს.“

სნოუდენმა საჯაროდ ამხილა დოკუმენტები, რომლებშიც ასახულია ინფორმაცია ამერიკის სადაზვერო სააგენტოების მიერ წლების განმავლობაში მოქალაქეების სატელეფონო ზარებისა და ინტერნეტ სივრცეში მოღვაწეობის შესახებ. სნოუდენს მიაჩნია, რომ საიდუმლო სათვალთვალო პროგრამები ადამიანების პირად უფლებებს არღვევს.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქურშიდი დაეთანხმა ობამას ადმინისტრაციის განცხადებას, რომ სათვალთვალო პროგრამა სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის შინაარს არ აკვირდებოდა. „კომუნიკაციების შინაარსის შესწავლა და კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით ამ კომუნიკაციების სტრუქტურის დაკვირვება ორი სრულიად გასხვავებული რამ არის,“-თქვა მან.

აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სათვალთვალო პროგრამებმა 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკის წინააღმდეგ 50 დაგეგმილი თავდასხმის პრევენცია გახადა შესაძლებელი. კერი ამბობს, რომ მსგავსი პროგრამები აუცილებელი კომპონენტია ამერიკელი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. „სახიფათო და კომპლექსურ სამყაროში ვცხოვრობთ. მე მწამს, რომ ის პროგრამა, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები აქამდე ხელმძღვანელობდა ძალიან გონივრულ ბალანსს წარმოადგენს სამოქალაქო უფლებებს, სამოქალაქო თავისუფლებებსა და ადამიანის უფლებას შორის-იცხოვროს ტერორისტული თავდასხმის შიშის გარეშე.“

სახელმწიფო მდივანმა კერიმ ისევ სნოუდენის მოტივების გულწრფელობაში შეიტანა ეჭვი და ირონიით დასძინა, რომ ალბათ სნოუდენმა რუსეთი და ჩინეთი თავშესაფარად აირჩია იმიტომ, რომ ორივე ქვეყანა ინტერნეტის "სამაგალითო თავისუფლების ბასტიონს" წარმოადგენს.