მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე

ჯონ კერიმ ვიზიტი დაასრულა ისრაელსა დ პალესტინის ავტონომიაში
ამერიკის მთავარმა დიპლომატმა ისრაელსა და პალეტინას მოუწოდა წინაპირობების გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები განაახლონ.
დღეს, ჯონ კერიმ ვიზიტი დაასრულა ისრაელსა დ პალესტინურ ავტონომიაში. სამი თვის განმავლობაში, ეს კერის რიგით მეოთხე ვიზიტია რეგიონში. ამერიკელმა ლიდერმა მხარეებს რთული გადაწყვეტილებების დაძლევიs გზით, სამშვიდობო პროცესის განახლებისკენ მოუწოდა.
„კითხვა იმაში მდგომარეობს-შეძლებს თუ არა ისრაელი ან პალესტინა ამ რთული გადაწყვეტილების მიღებას. ამ პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატები და პრეზიდენტი ბარაკ ობამა მთლიანად ორი მხარის განკარგულებაშია მხარეებს შორის ურთიერთკავშირის დასამყარებლად.“
მთავარი ამერიკელი დიპლომატი ამ წუთებში ეთიოპიისკენ მიამგზავრება, სადაც რეგიონალურ ლიდერებთან უსაფრთხოების საკითხებზე გამართავს მოლაპარაკებას. ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ამასთან, აფრიკის კავშირის ორმოცდამეათე წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
კერის შეხვედრები, აფრიკული ტურნეს ფარგლებში, ისლამისტური ექსტრემიზმის დასაძლევად მიმართულ ძალისხმევას მოიცავს.