ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებები


ჯონ კერი ისრაელის და პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ისრაელის და პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ორივე მხარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეს.
ორდღიანი ვიზიტი ჯონ კერიმ დღეს დაიწყო, რომლის დროსაც ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ შიმონ პერესს და იუსტიციის მინისტრს შეხვდება. ამის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ რამალაში ჩავა, სადაც პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შევხდება.
ჯონ კერის განცხადებით, მიუხედავად სკეპტიციზმისა, მას საკითხის სასიკეთოდ განვითაარების იმედი მაინც აქვს:
„ჩვენ არაერთი იმედგაცრუება გვქონდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, რომ სიფრთხილითა და მოთმინებით შესაძლებელია გამოიძებნოს გზა, რომელიც მშვიდობამდე მიგვიყვანს“-განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
XS
SM
MD
LG