რუსები და ჩინელები კერის იმეილებს კითხულობენ

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ „მაღალია იმის ალბათობა,“ რომ ჩინელები და რუსები მის ელექტრონულ მიმოწერას კითხულობენ. ცოტა ხნის წინ, ამერიკამ ორივე ქვეყანა კიბერ-თავდასხმების ორგანიზებაში დაადანაშაულა, რომელთა სამიზნეც ამერიკის მთავრობა იყო.

კერიმ ეს „სი-ბი-ესის“ ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა. მან ასევე დასძინა, რომ იმეილების გაგზავნისას, ყოველთვის ფიქრობს იმაზე, რომ მათ სხვებიც კითხულობენ.

ამერიკამ ჩინეთი რამდენიმე გახმაურებულ კიბერ-თავდასხმაში დაადანაშუალა. პეკინი ბრალდებებს უარყოფს.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე პერსონალის მართვის ოფისზე თავდასხმა იყო. ეს სააგენტო მერიკის ფედერალური სახელმწიფო მოხელეების ინფორმაციას ინახავს. ჩინეთში დაფუძნებულმა ჰაკერებმა სააგენტოს 21 მილიონი მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო მოხელის პერსონალური ინფორმაცია მოპარეს. ობამას ადმინისტრაციას ჩინეთი საჯაროდ არ დაუდანაშაულებია.

ივლისში კი რუსეთში დაფუძნებულმა და მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ჰაკერების ჯგუფმა ამერიკის გაერთიანებული შტაბების იმეილების ქსელზე მიიტანა იერიში. კიბერ-თავდასხმაგენ-შტაბის 4 000 სამხედრო და სამოქალაქო კომპიუტერზე განხორციელდა.