სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა დარწმუნებული იყო, რომ ეგვიპტელები არსებულ გამოწვევებს დაძლევდნენ
ეგვიპტეში ვიზიტისას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ არავისთვის დასამალი არ იყო, რომ ეგვიპტე რთულ პერიოდს გადიოდა სამხედროების მიერ ორგანიზებული ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ და მანვე ეგვიპტელ ლიდერებს განუცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დარწმუნებული იყო, რომ ეგვიპტელები არსებულ გამოწვევებს დაძლევდნენ.
“ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ამერიკა-ეგვიპტის პარტნიორობა ყველაზე ძლიერია, როცა ეგვიპტეს ინკლუზიური, დემოკრატიულად არჩეული სამოქალაქო მთავრობა მართავს, ხელისუფლება რომელიც კანონის უზენაესობას ემყარება, იცავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ღია და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური ცხოვრებით ვითარდება,”- განაცხადა კერიმ.
კერის ვიზიტი მორსის სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე შედგა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ამერიკის სახელმწიფო მდივანს არ დაუკონკრეტებია მორსის სასამართლო, მაგრამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო პირები სამოქალაქო სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.