ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაცია რთული არჩევანის წინაშეა


შეიცვლება თუ არა შეერთებული შტატების პოლიტიკა ეგვიპტის მიმართ?

ეგვიპტეში ბოლო კვირაში განვითარებული მოვლენების გამო პრეზიდენტმა ობამამ გარკვევით განაცხადა, რომ ეგვიპტის არმიასთან დაკავშირებით პოზიციებს, გადახედავს. „იმის მიუხედავად, რომ ეგვიპტესთან თანამშრომლობის შენარჩუნებას ვცდილობთ, ქუჩებში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის და მათთვის უფლებების წართმევის ფონზე, ჩვენს შორის ტრადიციული ურთიერთთანამშრომლობა ძველებურად ვეღარ გაგრძელდება“ - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

თუმცა, ის მაინც მოერიდა ეგვიპტის არმიის მიერ ხელისუფლების დამხობისთვის შეფასება მიეცა და მისთვის „სამხედრო გადატრიალება“ ეწოდებინა. მსგავსი იარლიყი ავტომატურად შეაჩერებს ეგვიპტისთვის მიმდინარე დახმარებას, რომელიც მხოლოდ არმიისთვის ყოველწლიურად 1.3 მილიარდს აღემატება. ეს კი შეერთებული შტატების გავლენას სამხედრო ლიდერებზე მნიშვნელოვნად შეამცირებს.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:50 0:00
ბმული

თავად ამერიკელი ეგვიპტელების ნაწილს უფრო მკაცრი ქმედებების მოლოდინი ჰქონდა. მათ შორისაა მადი ბრეი, რომელიც ამბობს, რომ შეერთებული შტატების დახმარება ეგვიპტეს უნდა შეუწყდეს. ამერიკელ მუსლიმთა ალიანსის სურვილია, რომ სამხედრო გადატრიალების გამო ,ეგვიპტეს ყოველგვარი დახმარება შეუჩერონ. შეერთებულმა შტატებმა ფინანსური დახმარება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, სამხედრო გადატრიალება უნდა იყოს“ - აღნიშნავს ამერიკელი ეგვიპტელი.

ობამას ადმინისტრაციამ ეგვიპტესთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები გააქმა. ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა გააკეთა.
შედეგად, ჩვენ ვაცნობეთ ეგვიპტის მთავრობას, რომ ვაუქმებთ ყოველწლიურ ერთობლივ სამხედრო წვრთნას, რომელიც შემდეგ თვეში იყო დაგეგმილი“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ.

ტარეკ რადვანი, ვაშინგტონში მდებარე რაფიკ ჰარირის ცენტრში სამეცნიერო კვლევათა ასოცირებული დირექტორი, ფიქრობს, რომ პრეზიდენტის განცხადება პოზიტიური ნაბიჯი იყო. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ შეერთებული შტატების გავლენა ეგვიპტის არმიაზე თანდათან მცირდება. იმის გამო, რომ ეგვიპტესთან ურთიერთობა ლიმიტირებული იყო და ყურადღება მხოლოდ საკითხების ვიწრო სპექტრზე მახვილდებოდა, პრაქტიკულად მწირი არჩევანი გვაქვს და გავლენის ძალზე მცირე რაოდენობით ბერკეტები გაგვაჩნია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ამ ეტაპზე ვიღონოთ, ეს არის სამხედრო დახმარების შეჩერება“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.


ეგვიპტის არმიის მეთაური, აბდელ ფატა ალ-სისი, როგორც ჩანს მზად არის ამ რისკისთვის, ამბობს ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელი, დანიელ სერვერი. მისი აზრით, გენერალმა ალ-სისიმ იცოდა, რაზე მიდიოდა, როცა გადაწყვეტილება მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შესახებ მიიღო. „მისთვის ეს მუსლიმთა საძმოსთან გადამწყვეტი ბრძოლაა და მზად არის დათმოს შეერთებული შტატების დახმარება. მით უმეტეს, რომ მეზობელი ქვეყნები ეგვიპტეს კიდევ უფრო დიდ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებენ“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ტარეკ რადვანი მას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეგვიპტის სამხედრო ლიდერებს ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუარესება არ აწყობთ და ამაზე არ წავლენ. დახმარება მარტო ფულადი მხარდაჭერით არ განისაზღვრება. ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაც არის. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტა იზოლაციას მოასწავებს, რომელიც არა მგონია, რომ ეგვიპტის სამხედრო ლიდერებსაც კი აწყობდეთ“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ფაქტია, რომ შეერთებული შტატების ტონი და დამოკიდებულება ეგვიპტეში ბოლო კვირაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მკვეთრად შეიცვალა. ამაზე ერთობლივი სამხედრო წვრთნების გაუქმება და პრეზიდენტის მკაცრი და მკაფიო შეფასებებიც მეტყველებს. იმაზე, თუ როგორ გაართმევს თავს ეგვიპტის მთავრობა ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებას, დიდად არის დამოკიდებული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ბედი მომავალში.
XS
SM
MD
LG