კიმ დევისი აცხადებს, რომ გეი წყვილისთვის ქორწინების მოწმობის ხელმოწერა მის რელიგიურ შეხედულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.
კენტუკის შტატში როვანის ოლქის მდივანმა ხუთშაბათი ღამე საკანში გაატარა, რადგან ოლქის მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა. კიმ დეივისს გეი წყვილის ქორწინების დამადასტურებელი ცნობის გაცემა ევალებოდა. დევისი აცხადებს, რომ მსგავსი მოწმობის ხელმოწერა მის რელიგიურ შეხედულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.
ფედერალურ მოსამართლეს დეივიდ ბენინგს, რომელსაც ეს საქმე განსახილველად გადაეცა, სხვა გამოსავალი არ რჩებოდა, იმის გარდა, რომ კანონის დარღვევისთვის ოლქის მდივნისთვის თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოეტანა. დევისმა ქორწინების მოწმობების გაცემა არამარტო გეების, არამედ ოლქში მცხოვრები ყველა წყვილისთვის მას შემდეგ შეწყვიტა, რაც შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ივნისში გეების ქორწინების ლეგალიზების გადაწყვეტილება გამოიტანა.