მთავარი პროკურორის მიმართ კმაყოფილი არც მმართველი გუნდი იყო მთლიანობაში და არც ოპოზიცია
დაუკვეთავს თუ არა ხელისუფლება პროკურატურას სიხისტეს
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. აღნიშნულ ცვლილების მოლოდინი იყო როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში და სამოქალაქო სექტორშიც, განსაკუთრებით პრემიერის განცხადების შემდეგ, რაც მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. შსს-ში ხარვეზების თაობაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას პრემიერმა განაცხადა, რომ პროკურატურაში გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე პოლიციაში.
მთავარი პროკურორის მიმართ კმაყოფილი არც მმართველი გუნდი იყო მთლიანობაში და არც ოპოზიცია. მას გამოძიების გაჭიანურებასა და არაეფექტურად წარმართვას უწუნებდნენ, ეგრეთ წოდებულ გახმაურებულ საქმეებთან მიმართებით, რაც ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წარმოებულ პროცესებს უკავშირდებოდა, ოპოზიცია კი თავად ამ საქმეების წარმოებისას დაშვებულ ხარვეზებში „ამხელდა“.
დღეს გამართულ ბრიფინგზე არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მისი და პრემიერის მოსაზრებები პროკურატურის გარდაქმნის თაობაზე ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. აქვე მან განაცხადა ისიც, რომ აპირებს საქმიანობის გაგრძელებას სამოქალაქო სექტორში, ისევე, როგორც ამას პრემიერი გეგმავს.
„ჩემი საქმიანობის დრო საქართველოში ორხელისუფლებიანობის პერიოდს დაემთხვა, აქედან გამომდინარე, პროკურატურის საქმიანობა იმ პოლიტიკით იყო ნასაზრდოები, რომელიც ხალხში კოჰაბიტაციის სახელითაა ცნობილი. ამიტომ, ბუნებრივია ისიც, რომ ვარ კოჰაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა წყრომის ადრესატიც. თუმცა ვთვლი, რომ პრემიერ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში ზომიერებითა და დაბალანსებულობით გამოირჩეოდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკაა. არავითარი უთანხმოება ჩემსა და მომავალ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შორის არ არსებობს. ჩვენ ერთმანეთის გვერდით მოგვიწია მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში და ჩვენს შორის ღირსეული კოლეგიალური უთერითობა ჩამოყალიბდა. რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა და გვაქვს განსხვავებული შეხედულებები პრიორიტეტებთან, გამოწვევებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნული, ერთ გუნდში მყოფი, საერთო მიზნის მქონე თანამებრძოლების განსხვავებული შეხედულებებია, რაც ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს ბიძინა ივანიშვილის რეფორმატორთა გუნდში. არც იმას უარვყოფ, რომ პროკურატურის გარდაქმნისა და არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის დროსთან დაკავშირებით, ჩემი და პრემიერ ივანიშვილის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს შეეხება დროს და არა პრინციპს,“- განაცხადა კბილაშვილმა.
მმართველი გუნდის წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა:
„კბილაშვილი ცდილობდა სამართლებრივი გზებით მომხდარიყო მართლმსაჯულების აღსრულება და წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, თუმცა აქ მის მიმართ იყო პრეტენზიები, სწორედ იმიტომ, რომ ძველ კადრებზე დაყრდნობით, ძალიან ბევრ ისეთ საქმეზე, რაც თითქოსდა ხელის გულზე იყო და საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ მტკიცებულებები დაიდებოდა, ვერ დაიდო მტკიცებულებები, ვთქვათ, ბაჩო ახალაიას ორჯერ რომ გამამართლებელ განაჩენს გამოუტან, მერე, რა თქმა უნდა პრეტენზიები იქნებოდა. ალბათ, ეს თვითონაც იგრძნო და გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დრო მოვიდა.“
ამერიკის ხმასთან საუბრისას სერგი კაპანაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს: „გენერალური პროკურორისთვის ესა სასჯელივითაა, იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო ბოლომდე მიეყვანა გახმაურებული საქმეები, რომლის წარმატებულად დასრულების მოლოდინი უმრავლესობას ჰქონდა. მაგრამ პროკურატურამ ეს საქმეები, ფაქტობრივად, წააგო სასამართლოში. შესაძლოა ესეც იყოს კბილაშვილის განთავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც სპეკულირებაა. ძალიან მალე გამოჩნდება, რა მიმართულებით განვითარდება საქმე. ეს იქნება წინ გადადგმული და რეფორმებისა და ახალი კადრების მოყვანისკენ მიმართული ნაბიჯი თუ უბრალოდ გამკაცრების და სიხისტის პოლიტიკის გამომხატველი და ისეთი ხელმძღვანელის მომყვანი პროკურატურაში, რომელიც „უფრო ეფექტური“იქნება ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენის საქმეში.“
დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ 2012 წლამდე პროკურატურის მუშაობის სტილი რადიკალურად განსხვავებულია შემდგომი პერიოდისგან. 2012 წლამდე სასამართლო 100-დან 100 შემთხვევაში იზიარებდა პროკურატურის შუამდგომლობას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შეუცვლელ პრაქტიკას წარმოადგენდა, განსხვავებით მიმდინარე პერიოდისგან, როდესაც სასამართლო, საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე. გამამართლებელ განაჩენსაც იღებს, რაც პროგრესის მაჩვენებელია. კოჟორიძე აქვე დასძენს იმასაც, რომ ამგვარი ცვლილების მიმართ პროკურორები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.
„კბილაშვილის მთავარ პროკურორად დანიშვნის დროისთვის პროკურატურას რამდენიმე ათასი ადამიანი მიაწყდა განცხადებებით, რომელშიც საუბარი იყო წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ძალიან მძიმე დანაშაულებებზე. ეს ათასობით განცხადება უმძიმეს ტვირთად დააწვა პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებს. რთული იყო ასევე ის, რომ როგორც ბატონი არჩილი აცხადებდა, 333 პროკურორიდან 332-ზე შესული იყო განცხადება, სადაც თითოეულ მათგანს აბრალებდნენ გარკვეულ კანონდარღვევებს. ჩვენი მონიტორების მიერ გამოვლენილი შედეგების თანახმად, ასიდან ას პროცენტში ყველა შუამდგომლობა კმაყოფილდებოდა ისე, რომ ერთი გამონაკლისი არ ყოფილა. უცბად, სასამართლომ შეცვალა სტანდარტი, აამაღლა, რასაც მივესალმებით, მაგრამ ამ მაღალ სტანდარტს მოუმზადებლები შეხვდნენ პროკურორები და შესაბამისად, ბევრ საქმეში გაჩნდა კითხვის ნიშნები“,- ამბობს კახა კოჟორიძე.
კბილაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თანამდებობაზე დარჩება. ახალ მთავარ პროკურორს კი ახალი პერმიერ მინისტრი შეარჩევს.