სომხეთს და აზერბაიჯანს შორის 2 აპრილს დაწყებულ დაპირისპირებას სტივენ ბლენკი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ამერიკელი ექსპერტი მოქმედ ვულკანს ადარებს, რომლის ამოფრქვევის შესაძლებლობა მუდმივად არსებობს. ამ სერიოზული პრობლემის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მიდგომის შესახებ კი ის ამბობს, რომ ეს იგივეა, რაც „კრატერის ზედაპირი დოლბანდით გადაახვიო“. რაც შეეხება იმას, თუ ვის უნდა აწყობდეს გაყინული კონფლიქტის განახლება, სომხეთში გავრცელებულია აზრი, თითქოს ეს თურქეთის ინტერესებში შედის.
„კონსპირაციის თეორიები და მოვლენების გარე ძალების მიერინსპირირებით ახსნა მსოფლიოს ამ ნაწილში ფართოდ გავრცელებული ტენდენციაა. თურქეთი ამ სიტუაციაში სავარაუდოდ ვერანაირ მოგებას ვერ ნახავს. ერთადერთი მხარე, რომელიც კონფლიქტის გაგრძელებით მოიგებს, გნებავთგანახლებული და თუნდაც გაყინული სახით, არის რუსეთი. რუსეთს ყველაზე უფრო აწყობს, რომ ეს კონფლიქტი არ დარეგულირდეს. ის ორივე ქვეყნის, სომხეთის და აზერბაიჯანის მანიპულირებას გააგრძელებს, შეიყვანს და საკმაოდ გააძლიერებს ჯარს სომხეთში. ორივე მხარე იარაღს რუსეთისგან ყიდულობს და ძალიან დიდ ფულს აკეთებს ამით, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებული რჩება. შესაბამისად, მართვის სადავეები რუსეთის ხელშია. ის ერთადერთი მხარეა, რომელიც ძალადობით მოგებულია“ - აღნიშნავს ექსპერტი.
Your browser doesn’t support HTML5
სტივენ ბლენკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამორიცხულია იმის დადგენა, თუ ვინ დაიწყო კონფლიქტი. ეს როგორც წესი, მსგავსიინციდენტებისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა: მხარეები მომხდარს ერთმანეთს აბრალებენ. მაგრამ ანალიტიკოსის აზრით, პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის გზები არსებობს და ეს ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევის გარეშე არ მოხდება:
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთი მათთვის იარაღის მიყიდვას არ შეწყვეტს. თავდაცვის ინდუსტრიის ლობისტებს რუსეთში უზარმაზარი გავლენა აქვთ, დიდ ფულს აკეთებენ და ეს მათი პოლიტიკის ნაწილიცაა... თუ ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის კონტროლს იმით, რომ ორივე მხარეს იარაღი მიჰყიდონ, მაშინ სუსტდება რუსეთის უნარი, ითამაშოს დიდი ძალის და გავლენის მქონე ქვეყნის როლი კავკასიაში, რაც მათთვის სრულიად მიუღებელია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც მომლაპარაკებელმა, გაცილებითძლიერი პოზიცია უნდა აჩვენოს. ვაშინგტონმა უნდა განაცხადოს, რომ კონფლიქტის საბოლოო გადაჭრის სურვილი აქვს, წარმართოს მოლაპარაკების პროცესი და დასასრულს შემოგვთავაზოს რეზოლუცია, რომელიც ორივესთვის, აზერბაიჯანის და სომხეთისთვის მისაღები იქნება. ამ შემთხვევაში რუსეთს სხვა გზა არ ექნება, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმოს“.
კორი უელტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ საბოლოო რეზოლუციის შემუშავებაში არამარტო ვაშინგტონი, არამედ მოსკოვი და ბრიუსელიც უნდა ჩაერთონ. მხოლოდ მაშინ იქნება ის ეფექტური. ორივე ანალიტიკოსი თანხმდება იმაზე, რომ იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები დღეს და ხვალ, ფაქტია, რომ „ეუთოს“ ეგიდით შემუშავებული მინსკის შეთანხმება არ მუშაობს და სტატუს-კვო ადგილზე უნდა შეიცვალოს.