ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ


აზერბაიჯანი და მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 5 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც სეპარატისტებთან მიღწეულია შეთანხმება, ადგილობრივი დროით, 12 საათზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სომხეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლებში 16 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

20 წლიანი გაყინული კონფლიქტის გაღვივებაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანის ტერიტორიაა, რომელსაც 1994 წლიდან ადგილობრივი ეთნიკური სომხები და სომხეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ.

მხარეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას საერთაშორისო საზოგადოება გმობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუს კოლეგას - სერგეი ლავროვს ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის საჭიროებაზე ესაუბრა.

XS
SM
MD
LG