ყარაბაღიდან ლტოლვილები შიშობენ, რომ მათთვის ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა
Your browser doesn’t support HTML5
მთიან ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი თითქმის მთელი მოსახლეობა სომხეთში გაიქცა და ერთ დროს თვითგამოცხადებული არწახის რესპუბლიკის მოსახლეობა ახლა სომხეთის სხვადასხვა ნაწილშია გაფანტული. თუმცა ბევრი მათგანი შიშობს, რომ ომი, რომლის გამოც საცხოვრებელი ადგილი დაკარგეს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა.