საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს მთავრობას მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
დიპლომატი „ქართული ოცნების“ მთავრობას მოუწოდებს საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდოს.
„უბრალოდ წაიყვანეთი იგი წყეულ სამოქალაქო საავადმყოფოში ბოლოს და ბოლოს. სააკაშვილმა თქვა, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს. განათავსეთ საავადმყოფოს შენობის ირგვლივ [უსაფრთხოების] პერიმეტრის ღობე თუ არეულობაზე წუხხართ. უბრალოდ მოიქეცით პასუხისმგებლობით და გააკეთეთ ეს“ - წერს იან კელი "ტვიტერზე".
მანამდე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გავლენიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიამ“. ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა შეწყვიტოს თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე.
„მიუღებელია თავდასხმები საქართველოს ომბუდსმენის წინააღმდეგ, რომელიც ასრულებს საკუთარ საქმეს ადამიანის უფლებების დასაცავად. მთავრობამ პატივი უნდა სცეს და არ შეაფერხოს უფლებადამცელი ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტიზაციის მიზნით“ - წერია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ „ტვიტერზე“ გაავრცელა.