აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაუგეგმავი ვიზიტით ერაყში ჩავიდა
Your browser doesn’t support HTML5
ერაყში იმედი აქვთ რომ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონ კერის ვიზიტი ერაყში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განახლებას, რომელიც გასულ წელს ამერიკელი სამხედროების გასვლის შემდეგ შესუსტდა. ერაყში დადებითად შეფასდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, რომელიც ბაღდადში გუშინ გაიმართა. ბაღდადის კარადას რაიონში მდებარე კაფეტერიის მენეჯერი რეიდ ფამი ამბობს რომ, ერაყის და შეერთებული შტატების მჭიდრო ურთიერთობა ერაყელებს ბევრი საკუთარი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
ის ამბობს რომ ერაყელებს იმედი აქვთ, რომ ამერიკელები უსაფრთხოების საკითხებში, სამუშაო ადგილების შექმნაში, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების საკითხებშიც დაეხმარებიან.
მომღერალმა რეიდ ფახერმა აღნიშნა რომ, სუნიტებსა და შიიტებს შორის ერაყის ერთ-ერთ ნაწილში შეტაკება მოხდა. ისლამისტ-ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან აფეთქებების შედეგად ერაყის მშვიდობიანი მოსახლეობა ისევ იღუპება. მომღერალი კმაყოფილი იყო იმით, რომ გუშინ ჯონ კერიმ ასეთი თავდასხმების გამო თავის შეშფოთება გამოხატა.
ამერიკის უკანასკნელი საბრძოლო დანაყოფი ერაყიდან 15 თვის წინ გავიდა. ალ-მადას გაზეთის ჟურნალისტი სარმად ალ-თი ამბობს რომ ერაყში არასდროს დაავიწყდებათ რვა წლიანი ოკუპაციის დროს მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. თუმცა ახლა ამერიკის ჩართულობა საჭიროა იმისთვის, რომ არ დაუშვას ადამიანების უფლებათა შელახვა უკვე ერაყის ხელისუფლების მხრიდან.
მისი განცხადებით, მათ მილიონიანი არმია ჰყავთ, რომელიც ამერიკული სამხედრო აღჭურვილობით არის შეიარაღებული. და ალბათ სჭირდებათ დახმარება აგენტურაში და ინფორმაციის გაცვლაში, თუმცა არ საჭიროებენ სამხედრო დახმარებას. მათ სურთ ამერიკელების დაბრუნება ერაყის პოლიტიკურ სცენაზე.
სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტი ამ რანგში ერაყში ბოლო ოთხი წლის მანძილზე გუშინ პირველად შედგა. ბაღდადის უნივერისტეტის პროფესორი მუნტასირ იდანი ამბობს რომ ამერიკამ ერაყთან თანამშრომლობა უნდა აღადგინოს იმისთვის, რომ მეზობელი ქვეყნების-თურქეთის და ირანის მზარდი რეგიონული გავლენა დააბალანსოს.
მუნტასირ იდანი აცხადებს რომ, ერაყში ვერ იღებენ ინფორმაციას ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ ერაყთან დაკავშირებით. იქ მხოლოდ ირანის და თურქეთის სიგნალები მიდის რაც ძალიან სახიფათოა ერაყისთვის.
პროფესორი აცხადებს, რომ ამერიკის უფრო ძლიერი პოლიტიკა საჭიროა სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად რომელიც, ახლო აღმოსავლეთში სუნიტებსა და შიიტებს შორის კონფლიქტს კიდევ უფრო აღრმავებს.