ერაყში ომის დაწყებიდან, რომელმაც სადამ ჰუსეინის მმართველობას ბოლო მოუღო, ათი წელი გავიდა. ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, თუმცა ერაყელთა უმრავლესობა ამას ჯერჯერობით ვერ გრძნობს. ბაღდადის საფონდო ბირჟის აღდგენა სადამ ჰუსეინის დაცემიდან ერთი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ოღონდ ის აღარ არის მთავრობის მიერ კონტროლირებადი, არამედ გაიხსნა, როგორც კერძო არამომგებიანი ორგანიზაცია.
საფონდო ბირჟის დირექტორი ტაჰა აჰმედ ალ-რუბაი ამბობს, რომ ბირჟის მფლობელთა კონტიგენტი შერეულია. მათ შორის 125 ორგანიზაციაა და არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო ერაყული კომპანიები. დირექტორის თქმით, ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის მიხედვით, ბირჟა ამაზე სულ ცოტა 5-ჯერ და შესაძლოა 10-ჯერ უფრო დიდი უნდა იყოს. მთავრობა ისევ დომინირებს ქვეყნის ეკონომიკაზე და რეფორმების გატარების უუნარობის გამო მის სრულმასშტაბიან განვითარებას აფერხებს.
“კონსტიტუციის მიხედვით, ერაყი მომავალში საბაზრო, თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნად უნდა გადაიქცეს. ამას ვერაფრით შეძლებ, თუკი კერძო კომპანიებს გასაქანი არ მიეცი და არ შეუქმენი პირობები, რომ სამთავრობო სექტორის გვერდით სრულუფლებიანად იარსებოს“ - აცხადებს საფონდო ბირჟის დირექტორი.
ერაყის ეკონომიკა ამჟამად წელიწადში 9 პროცენტით იზრდება. ბენზინის წარმოება დღეში 3 მილიონ ბარელს უტოლდება, რაც მას მსოფლიოში ზომით მესამე ექსპორტიორობის გარანტიას აძლევს. პირველ ადგილზე საუდის არაბეთია, მეორეზე კი - რუსეთი. ერაყის დიდ ქალაქებში მაღაზიები ძვირფასი ნივთებით გაივსო, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მომხმარებელთა მხრიდან ხარჯვა გაიზარდა.
სურათი დრამატულად განსხვავებულია იმ ერაყელებისთვის, რომლებიც რთულ, გარდამავალ პერიოდში გადარჩენისთვის იბრძვიან. მაღაზიაში საყიდლებზე შესული ინტისარ ფადლი ამბობს, რომ საკვები პროდუქტების ფასები უზომოდ გაიზარდა.
“მილიონჯერ ჯობდა სადამის მმართველობის დროს“ - ამბობს ის.
ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელ ლატიფ სალეს მიაჩნია, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა მათ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს.
„აფეთქებების შემდეგ ძნელია კლიენტების მოიზიდვა და მათი შენარჩუნება. უსაფრთხოებისთვის რამდენი ჯარისკაციც არ უნდა დააყენო ირგვლივ, მაინც ეშინიათ და მაღაზიაში აღარ მოდიან“ - ყვება მაღაზიის მეპატრონე.
ერაყელები მთავრობას ინფრასტრუქტურის აღდგენის საქმეში ერთგვარ პასიურობაში ადანაშაულებენ. გზების და გაყვანილობების აღდგენა ჭიანურდება. ამის გამო ქვეყნის ბევრ რეგიონს წყალი და ელექტროენერგია შეფერხებებით მიწოდება.
შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, სტიუარტ ბოუენი, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებში თაღლითობის ფაქტებს იკვლევდა. ის თვლის, რომ ეკონომიკის წარმატებულ განვითარებას ხელს ყველაზე უფრო ქვეყანაში გამეფებული კორუფცია უშლის.
“ერაყელებს ნამდვილად სჭირდებათ კორუფციის დამარცხება. ეს, პირველ რიგში, მთავრობის პასუხისმგებლობის გაზრდას და სამთავრობო სისტემების მოდერნიზებას გულისხმობს. ამჟამად მათი საბიუჯეტო პროცესები განვითარების მხოლოდ საწყის ეტაპზე იმყოფება. სრულიად გაურკვეველია, თუ როგორ იხარჯება ბიუჯეტში არსებული მილიარდობით დოლარი“ - აღნიშნავს სტიუარტ ბოუენი.
მაგალითისთვის ის ამერიკის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოყოფილ 60 მილიარდს ასახელებს. აქედან 8 მილიარდს მიმართულება შეუცვალეს. ერაყის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი იმასაც აცხადებს, რომ ქვეყნიდან უცხოურ საბანკო ანგარიშებზე არალეგალურად გადარიცხული თანხები ყოველ კვირა 800 მილიონ დოლარს აღემატება.