ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებების სერია ბაღდადში


პასუხისმგებლობა აფეთქებებზე ალ ყაიდას დაჯგუფებამ აიღო

ერაყში მოქმედი ალ ყაიდას დაჯგუფება პასუხისმგებლობას იღებს სამშაბათს ბაღდადსა და მის მახლობლად განხორციელებულ აფეთქებებზე, რომლებსაც სულ ცოტა 60 ადამიანი ემსხვერპლა.

დაჯგუფებამ ეს განცხადება დღეს ჯიჰადის ფორუმზე გაავრცელა,სადაც აღნიშნა, რომ გუშინდელი აფეთქებები პირველი ნაბიჯია და მას მასშტაბური შურისძიება მოჰყვება.

გუშინ დილით ბაღდადში ათობით ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც 160 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმების ეს სერია ამ თვეში ყველაზე მასშტაბურია. ის შეერთებული შტატების ერაყში შეჭრის ათი წლისთავს ემთხვევა.
XS
SM
MD
LG