ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქებები მოხდა


პრემიერ მინისტრის განცხადებით, 20 აპრილს ანბარსა და ნინევას პროვინციებში არჩევნები არ ჩატარდება

ერაყის მთავრობის განცხადებით, სამშაბათს ბაღდადში მომდარი აფეთქებების სერიას 50 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 160 ადამიანი.

ძალადობა დაემთხვა შეერთებული შტატების ერაყში შეჭრის ათი წლისთავს და ერთი თვის შემდეგ დანიშნულ არჩევნებს.

პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, რომ 20 აპრილს ანბარსა და ნინევას პროვინციებში არჩევნები არ ჩატარდება, რადგან რეგიონში უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს და წარსულში ადგილი ჰქონდა კანდიდატთა მკვლელობის შემთხვევებს.

სამშაბათს ბაღდადსა და სხვა ქალაქებში აფეთქებები ძჲრითადად ე.წ. მწვანე ზონებში განხორციელდა, სადაც ძირითადად საელჩოებია განლაგებული.
XS
SM
MD
LG