ზოგიერთი მონაცემის მიხედვით შეერთებულ შტატებს ერაყში ომი ორი ტრილიონი დოლარი დაუჯდა, ხოლო გარდაცვლილების რაოდენობამ როგორც სამხედრო ასევე მოსახლეობის ჩათვლით ორასი ათასი შეადგინა. კონფლიქტმა სამუდამოდ შეცვალა ამერიკული სამხედრო სისტემის ომის მართვის სტრატეგია. ეს ომი თითქოს ჩვეულებრივად დაიწყო: ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ერაყის არმიასთან ბრძოლა კონკრეტული მიზნით დაიწყეს, რომ ჩამოეგდოთ სადამ ჰუსეინის რეჟიმი. თუმცა გრძელვადიანი, დაუსრულებელი ომი შორს იყო ჩვეულებრივი ომისგან და საბოლოოდ ყველას დაანახა თუ როგორ გაუმკლავდებიან ამერიკელი სამხედროები მომავალ შესაძლო კონფლიქტებს.2011 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა რომ ლიბიაში საკუთარი მიზნების განსახორციელებლად არ ჩაერთო გეგმაში რეჟიმის ცვლილება. ეს გადაწყვეტილება ერაყის შეცდომების გათვალისწინებით მიიღეს.
ბარაკ ობამამ განაცხადა რომ ერაყში რეჟიმის ცვლილებას რვა წელი დასჭირდა, ომს შეეწირა ათასობით ამერიკელის და ერაყელის სიცოცხლე, დაიხარჯა ტრილიონი დოლარი. მისი თქმით ამის გამეორებას ვეღარ დაუშვებენ.
ამერიკულმა ჯარებმა და მათმა აურაცხელმა ძალაუფლებამ შეძლეს სადამ ჰუსეინის ჯარების სწრაფად განადგურება, რასაც გამარჯვების გამოცხადება მალევე მოჰყვა. თუმცა სექტანტური ძალების წარმომადგენლების მართვა, რაც სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ უფრო გააქტიურდა უკვე სხვა ისტორიაა.
ჯიმ ტომასი სტრატეგიული და ბიუჯეტური შეფასებების ცენტრის ანალიტიკოსია, რომელიც ამბობს რომ ამერიკელების შეჭრის პროცესი ომის ძალიან იოლი ნაწილია. რთული ეპიზოდი არის ოკუპაციის თემა. ამერიკული ძალები, რომლებიც ვიდრე აუმჯობესებდნენ თავიანთ შესაძლებლობებს სხვა ჩვეულებრივ დიდ სამხედრო არმიასთან ბრძოლებში , არ იყვნენ სათანადოდ მომზადებული არარეგულარულ , არაფორმალურ მეამბოხეებთან და ტერორისტებთან ბრძოლაში რომელთაც ისინი ერაყში ჰუსეინის დამხობის შემდეგ შეეჯახნენ.
ამ ახალმა სცენარმა აიძულა პენტაგონი შეეცვალა პოლიტიკა, საომარი მოქმედების სტრატეგია, ახალი სახელმძღვანელოებით წინააღმდეგობის გაწევა სამხედრო კონფლიქტების ოპერაციების დროს, გაეუმჯობესებინათ სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვება, ისწავლეს კულტურული თავისებურებების გათვალისწინება და შეიძინეს დამატებითი ცოდნა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების თაობაზე.
მაგრამ ეს იყო ხანგრძლივი პროცესი და ომის საფასური, რომელმაც საბოლოოდ ამერიკის თავდაცვის სტრუქტურა განაახლა.
ჯიმ ტომასი აცხადებს რომ, რაც ისწავლეს ის არის , რომ ზოგიერთი პროფესია განსაკუთრებულად ღირებული იქნება და სავარაუდოდ არ არის დიდი სურვილიც პოლიტიკური ლიდერების მხრიდან რომ ჩაატარონ ფართომასშტაბიანი ოპერაციები სტაბილურობის დასამყარებლად, ასევე სამხედრო კონფლიქტების დროს ოპერაციების ჩატარება მითუმეტეს თუ ის დროში იქნება გაჭიმული.
ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებრივი აზრი შემოტრიალებულია ფართომასშტაბიანი ომის საწინააღმდეგოდ. აქცენტი გაკეთებულია ნაკლებხარჯიანი მიდგომებისაკენ რაც ძლიერ არის დამოკიდებული უპილოტო საფრენ აპარატებზე , სპეციალურ ოპერატიულ ჯგუფებზე და ამერიკის პარტნიორი და მხარდამჭერი ქვეყნების სწავლებაზე, რომ მათ რეგიონში თავად შეძლონ მსგავსი კონფლიქტების მოგვარება.
ამგვარი მიდგომა ბადებს ახალ კითხვებს იმის შესახებ რომ ერაყის გაკვეთილმა გახადა თუ არა ომი უფრო მარტივი ვიდრე ეს ათი წლის წინ ჩანდა.