ჯილ ბაიდენს კოვიდ-19 დაუდასტურდა, ჯო ბაიდენს არა

ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ტესტის პასუხი უარყოფითია და ის ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით, დიდი ოცეულის სამიტზე გაემგზავრა. თეთრი სახლი განმარტავს, რომ „პრეზიდენტი ამ კვირაში რეგულარულად ჩაიტარებს ტესტირებას და სიმპტომებს მონიტორინგს გაუწევს“.

თეთრმა სახლმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა ამ პროცესმა, ჯო ბაიდენს ვიზიტში ხელი შეუშალოს. 80 წლის ჯო ბაიდენს ბოლოს კოვიდ-19 გასული წლის ივლისში ჰქონდა.

Your browser doesn’t support HTML5

კოვიდის მინი-ტალღა, რისკები, თავდაცვა და ახალი ვარიანტი

ჯილ ბაიდენი 72 წლისაა და როგორც ცნობილია, მას მსუბუქი სიმპტომები აქვს. თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის პირველი ლედი დელავერის შტატში, სახლში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გაივლის.

პირველ ლედის ბოლოს კოვიდ-19 გასული წლის აგვისტოში ჰქონდა.