ივან საფრონოვი, რუსი ჟურნალისტი, რომელსაც ბრალად ქვეყნის ღალატი ედება საქმეში, რომელსაც ბევრი ხედავს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს, სამარტოვო საკანში გადაიყვანეს. საფაროვის გადაყვანა, დაკავების ცენტრის შიდა რეგულაციების დარღვევით იქნა ახსნილი.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საფრონოვი სამი დღით გაამწესეს სამარტოვო საკანში, რადგან მან ტელევიზიის ანტენა მისი საკნის გისოსებზე დაამაგრა უკეთესი გამოსახულების მისაღებად. ეს კი ადმინისტრაციის განცხადებით დაუშვებელია.
ასევე ნახეთ: რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები გამართაერთი წლით ადრე, საფრონოვს წერილების გაგზავნა და მიღება აუკრძალეს. ხოლო კიდევ უფრო ადრე, მას ასევე ჩამოართვეს ნათესავებთან სატელეფონო ზარის განხორცილება.
31 წლის საფრონოვი, რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველი იყო. ის 2020 წლის 7 ივლისს დააკავეს ბრალდებით, რომ მან ჩეხეთს საიდუმლო ინფორმაცია გადასცა 2017 წელს, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის იარაღით ვაჭრობის შესახებ. 2 ნოემბერს, მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ საფრონოვს დამატებითი ბრალდებები დაემატა, რომელიც უკავშირდება საიდუმლო ინფორმაციის შვეიცარიული უნივერსიტეტის და გერმანული საიდუმლო სამსახურებისთვის გადაცემას. საფრონოვი ბრალდებებს უარყოფს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მის გათავისუფლებას მოითხოვენ და საუბრობენ რუსეთში დისიდენტთა წინააღმდეგ მზარდ ზეწოლაზე.