60 000 მოხალისე მონაწილეობს "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინის გამოცდაში

ფარმაცევტული კომპანია "ჯონსონი და ჯონსონი" (Johnson & Johnson) დღეს კოვიდ-19-ის კანდიდატი ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზას იწყებს. მასში მონაწილეობას 60 000 მოხალისე მიიღებს.

ასევე ნახეთ: გაიკეთებდით თუ არა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას? 

დანარჩენი მოწინავე კომპანიების ვაქცინებისგან ის იმით გამოირჩევა, რომ ვაქცინაცია ერთი აცრით მოხდება, მაშინ როცა კონკურენტი კომპანიების (მაგ. "მოდერნა", "ფაიზერი", "ასტრა ზენეკა"...) აცრები ორჯერად პროცედურას გულისხმობს. ამ ფაქტორმა პოტენციურად ვაქცინის მილიონობით დოზის დისტრიბუცია უნდა გააიოლოს.

ასევე ნახეთ: კოვიდ-19: კვირის მთავარი სიახლეები

მესამე ფაზის შედეგებს კომპანიის ექსპერტები ამ წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში ელიან - განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ექიმმა პოლ სტოფელსმა, კომპანიის "ჯონსონი და ჯონსონი" უფროსმა სამეცნიერო ოფიცერმა. პრესკონფერენციას კომპანიის წარმომადგენლების გარდა, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

ასევე ნახეთ: სად იკვეთება პოლიტიკა და ჯანდაცვა - კოვიდ-19-ის ვაქცინა