იტალიის სანაპირო დაცვა 1200 მიგრანტის გადასარჩენად მუშაობს

იტალიის სანაპირო დაცვა, ორი გემის გადასარჩენად, რომლებზეც მიგრანტები იმყოფებიან, სამაშველო ოპერაციას ატარებს.

გემებზე, ჯამში 1200 მიგრანტია. ერთ-ერთი ნავი, რომელშიც 400 ადამიანი იმყოფებოდა და მოძრაობს იონიის ზღვაში, კალაბრიის სანაპიროზე, სამხრეთ იტალიაში, ადრე მალტის წყლებში ნახეს.

ორშაბათს, გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Sea-Watch International-მა, რომელმაც სათევზაო ნავი მისი ერთ-ერთი თვითმფრინავიდან დააფიქსირა, განაცხადა, რომ რეგიონში მყოფმა ერთმა სავაჭრო გემმა საწვავი და წყალი მიაწოდა ნავს, მაგრამ მალტის ხელისუფლებამ მას უბრძანა სამაშველო ოპერაცია არ ჩაეტარებინა.

მალტის ხელისუფლება, ამასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.

პარალელურად, იტალიის სანაპირო დაცვამ სიცილიაში, თევზსაჭერი გემის გადასარჩენად, რომელზეც 800 მიგრანტი იმყოფება, სამაშველო ოპერაცია ჩაატარა.

სანაპირო დაცვის სპიკერმა თქვა, რომ ორი მიმდინარე ოპერაციის დასრულებას საათები დასჭირდება. მიზეზი რთული პირობებია, მათ შორის სანაპიროდან დიდი მანძილით დაშორება.

ამ ორ ოპერაციამდე, იტალიის სანაპირო დაცვამ, პარასკევიდან მოყოლებული უკვე გადაარჩინა დაახლოებით 2000 მიგრანტი.