კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები აპრილის ბოლომდე შენარჩუნდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა კლებულობს.
"გასულ კვირას, ეპიდემიური ვითარების გაუარესება დაიწყო. ჩვენ დავბრუნდით იმ ეტაპზე, როცა გავრცელაბა დიდია,"- ამბობს იტალიის ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც იტალიის პარლამენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობის შესახებ. იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის იანვარში ამოქმედდა და მისი ვადა რამდენიმე დღეში იწურებოდა.
ასევე ნახეთ: ევროპაში მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩაიშალაიტალია პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად დაზარალდა. ქვეყანა მსოფლიოში გარდაცვლილთა რაოდენობით მეექვსე, ხოლო ევროპაში მეორე ადგილს იკავებს. ამ დროისთვის იტალიაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2.3 მილიონს აღემატება.
"ევროპაში ახალი, ძლიერი ქარიშხალი იკრებს ძალას. ვირუსს ვაქცინაციის პროცესი ზღუდავს, მაგრამ ის განაგრძობს ცირკულაციას დიდი ძალით, რის გამოც მან შეიძლება ჩვენ უფრო მეტად დაგვაზიანოს," - თქვა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა.
ასევე ნახეთ: 9 მილიონი ამერიკელი უკვე აიცრა კოვიდ-19-ზერობერტო სპერანცა ფიქრობს, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ვითარება ქვეყანაში რთული იქნება და ეს რეალური საფრთხეა. სპერანცას აზრით, განსაკუთრებით რთული ვითარება ქვეყნის 12 რეგიონში იქნება, 8-ში კი რისკი საშუალო მაჩვენებელზე შენარჩუნდება.