დღეს ავიჩაი მანდელბლიტმა, ისრაელის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ აპირებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკითხვაზე გამოძახებას. ნეთანიაჰუს კორუფციის რამდენიმე ფაქტში ედება ბრალი. ამ ფაქტმა შესაძლოა მის პოლიტიკურ კარიერას დიდი ზიანი მიაყენოს.
გამოძიების დეტალები ცნობილი არ არის. მანდელბლიტის თქმით, პოლიციის მხრიდან პრემიერის დაკითხვის რეკომენდაცია ეყრდნობა რამდენიმე ბრალდებას, მათ შორის ქრთამის აღების, ნდობის დარღვევის და გაყალბების შესახებ.
ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს. ის ახლა ინტენსიურ წინასაარჩევნო კამპანიას ეწევა. ნეთანიაჰუს მემარჯვენე მიმართულების პარტია აცხადებს, რომ ბრალდებები სხვა არაფერია, თუ არა "პოლიტიკური დევნა".