ისრაელმა სირიაზე საავიაციო იერიში მიიტანა

ისრაელის სამიზნე ფატა-110 ტიპის დისტანციური მართვის რაკეტები იყო
დაზვერვის სააგენტოსთან დაკავშირებული ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ისრაელმა საავიაციო იერიში მიიტანა სირიის ტერიტორიაზე. წინასწარი ინფორმაციით, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანული წარმოების რაკეტები გაანადგურა, რომლებიც სირიიდან ლიბანში ჰეზბოლასთვის უნდა გაეგზავნათ.

ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ისრაელის სამიზნე ფატა-110 ტიპის დისტანციური მართვის რაკეტები იყო, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ შიეძლება ყოფილიყო გამოყენებული.

სირიის საინფორმაციო სამსახურის თანახმად, დაბომბილია სამხედრო კვლევითი ნაგებობა, რომელიც ქალაქ ჯამრაიაში, ლიბანის საზღვრიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.