ისრაელში არჩევნები დანიშნეს

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილით კნესეტის არჩევნები 8 თვით ადრე გაიმართება
ისრაელის მთავრობამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2013 წლის 22 იანვარს დანიშნა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდუს პარტია ლიდერობს.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილით კნესეტის არჩევნები 8 თვით ადრე გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ისრაელის პარლამენტში უმრავლესობას ნაციონალისტების და რელიგიური ფუნდამენტალისტებისგან შექმნილი კოალიცია დაიკავებს.