ისრაელის პრემიერი ცდილობს დაარწმუნოს პრეზიდენტი ობამა, რომ ირანულ დიპლომატიურ სვლებს არ ენდოს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში დღეს პრეზიდენტ ობამას შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერს შორის დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანი იყო. პრეზიდენტ ობამას და ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის შორის პარასკევს 15-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის არსებულ 35-წლიან ე.წ. დიპლომატიურ გამყინვარებას წერტილი დაუსვა.
პრემიერი ნეთანიაჰუ თვლის, რომ ირანის, მისი სიტყვებით, „ტკბილი საუბრის“ ნდობა არ შეიძლება. ის ცდილობს ამერიკელი კოლეგა დაარწმუნოს იმაში, რომ ირანული დიპლომატიის ნდობა არ შეიძლება და ირანის ბირთვულ პროგრამებზე საერთაშორისო წნეხის გაძლიერება აუცილებელია.