ისრაელი უარყოფს უკანონო დასახლებების მშენებლობის განახლებას

ისრაელი უარყოფს უკანონო დასახლებების მშენებლობის განახლებას

ახალი მონაცემები ვრცელდება იმის თაობაზე, რომ ისრაელმა განაახლა უკანონო დასახლებების მშენებლობა, მიუხედავად მასზე განხორციელებული საერთაშორისო წნეხისა. 2010 წელთან შედარებით გასულ წელს მშენებლობა გაიზარდა 20%-ით, რასაც ადასტურებს მოძრაობა "ისრაელის მშვიდობა ახლა" -ს ყოველწლიური ანგარიში.

მშენებლობები გრძელდება მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგობისა, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ქმედება ისრაელის მხრიდან, სამშვიდობო პროცესს აფერხებს. მოძრობა "ისრაელის მშვიდობა ახლა" -ს ხელმძღვანელი იარივ ოპენჰეიმერი თვლის, რომ მშენებლობა ორი სახელმწიფოს თანაარსებობის ყველანაირ შესაძლებლობას ანგრევს.

ისრაელის მთავრობა ზემოხსენებულ ანგარიშს გადაჭარბებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფრლება ამ საკითხში თავშეკავებულობას იჩენს.