ისრაელში ეროვნული არჩევნების ხმების დაახლოებით 85% დათვლილია და როგორც ამ მონაცემებით იკვეთება, ამომრჩევლები, ისარელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და მის ულტრამემარჯვენე მოკავშირეებს, ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობის მანდატს აძლევენ.
ხმების დათვლა გრძელდება და საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. მაგრამ, წინასწარი მონაცემების საფუძველზე, ანალიტიკოსები უკვე ამბობენ, რომ ისრაელი ამ დრომდე ყველაზე მეტად მემარჯვენე მთავრობისკენ მიიწევს.
ასევე ნახეთ: რატომ ყოყმანობს ისრაელი?მიმომხილველები ამბობენ, რომ წინასწარი შედეგები, ისრაელის ელექტორატის მემარკვენე ცვლილებაზე მიუთითებს, რაც, მათი მოსაზრებით, კიდევ უფრო ამცირებს იმედებს, პალესტინელებთან მშვიდობის დამყარების თაობაზე. და ასევე ქმნის შესაძლო დაპირისპირების გარემოებებს ბაიდენის ადმინისტრაციასა და შეერთებულ შტატებში, ისრაელის მხარდამჭერებს შორის.
ასევე ნახეთ: ისრაელი რუსეთის ომს გმობს, თუმცა უკრაინას იარაღს არ აძლევსადრეულმა შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ნეთანიაჰუმ სძლია თავის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც აცხადებდნენ, კორუფციის შესახებ ბრალდების გამო, ის არ არის მმართველობისთვის შესაფერისი კანდიდატი და უარი თქვეს მასთან ერთად მთავრობის დაკომპლექტებაზე.
„ჩვენ ძალიან დიდი გამარჯვების ზღვარზე ვართ. მე დავამყარებ ნაციონალურ მთავრობას, რომელიც იზრუნებს ისრაელის ყველა მოქალაქეზე, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ოთხშაბათს დილით იერუსალიმში, მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე.
არჩევენების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, პარასკევს გახდება ცნობილი.
ისრაელში მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობა, 61 მანდატია. ვინაიდან, წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ნეთანიაჰუ და მისი მოკავშირეები, ამ შედეგს მიიღებენ, შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდეს. თუმცა, მიმომხილველები ამბობენ, რომ ისრაელი ახლა კვლავ ისეა დაყოფილია, როგორც - არასდროს.
სამშაბათს გამართული არჩევნები ბოლო 4 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ჩატარებული მეხუთე კენნჭისყრა იყო. ნეთანიაჰუსა და მისი მოკავშირეების გამარჯვების შემთხვევაშიც, მთავრობის ფორმირებისთვის სავარაუდოდ კვირები და მოლაპარაკებები იქნება საჭირო. ნეთანიაჰუ ქვეყანას ისრაელის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მართავდა, 12 წელი უწყვეტად, სულ კი - 15 წლის განმავლობაში. კოალიცია, რომელმაც გასულ წელს მისი დამარცხება მოაზხერხა, შიდა დაპირისპირებების და სხვა მიზეზების გამო დაიშალა. მისი წევრები პარლამენტში სავარაუდოდ, დაახლოებით 50 მანდატს მოიპოვებენ.
Your browser doesn’t support HTML5