ღაზის სექტორის საზღვართან ერთი პალესტინელი მოკლეს

ანვარ ქადეი საზღვარს რამდენიმე პალესტინელთან ერთად მიუახლოვდა, როდესაც მას სასიკვდილო ტყვია მოხვდა
ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორის საზღვართან ერთი პალესტინელი მოკლეს, რვა დღიანი ომის შემდეგ, ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ამოქმედების მიუხედავად.
ანვარ ქადეი საზღვარს რამდენიმე პალესტინელთან ერთად მიუახლოვდა, როდესაც მას სასიკვდილო ტყვია მოხვდა. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. მისი ნათესავების მტკიცებით, ქადეი საზღვარზე ჰამასისი დროშის აღმართვას აპირებდა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ეგვიპტის შუამავლობით დაიდო. ღაზის სექტორის პრემიერ-მინისტრმა, ჰამასის წარმომადგენელმა გააფრთხილა სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებები პატივისცემით მოეკიდონ ამ შეთანხმებას.